მილოშ ზემანი - მიყვარს ჟურნალისტები, ამიტომ მათთვის შემიძლია მოვაწყო სპეციალური წვეულება საუდის არაბეთის საელჩოში
მილოშ ზემანი - მიყვარს ჟურნალისტები, ამიტომ მათთვის შემიძლია მოვაწყო სპეციალური წვეულება საუდის არაბეთის საელჩოში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს ჟურნალისტების შესახებ ნათქვამი ხუმრობის გამო აკრიტიკებს და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მიყვარს ჟურნალისტები, ამიტომ მათთვის შემიძლია, მოვაწყო სპეციალური წვეულება საუდის არაბეთის საელჩოში“, – ციტირებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მილოშ ზემანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი.
ჩეხეთის პრეზიდენტი ცნობილია მედიის მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. 2017 წლის მაისში მან ხუმრობით ჟურნალისტების ლიკვიდაციის სურვილი გამოთქვა.

„ვგმობთ ჩეხეთის პრეზიდენტის ბოლო საშინელ პროვოკაციას ჟურნალისტების წინაშე. სამწუხაროა, რომ ის თავის ცინიზმს ამ დონემდე ამძაფრებს. მან ბოდიში უნდა მოიხადოს ჟურნალისტური თანამეგობრობის წინაშე და შეწყვიტოს ეს საზიზღარი დაცინვა“, – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელმა პოლინ ადეს-მეველმა.