მილანის საქალაქო საბჭომ კენჭი უყარა „მილანისა“ და „ინტერის“ საშინაო არენის, „სან სიროს“ შენარჩუნებას. ეს ინფორმაცია „ფუტბოლ იტალიამ“ გაავრცელა. ლეგენდარული სტადიონი თავისი ამჟამინდელი სახით შენარჩუნდება.
უფრო ადრე, „მილანმა“ და „ინტერმა“ გამოაცხადეს ახალი არენის აშენების შესახებ, რომელიც „სან სიროს“ პარკინგის ტერიტორიასთან ახლოს განთავსდება. ამასთან, იგეგმებოდა ძველი სტადიონის დემონტაჟი.
ახალი არენის პროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ გამოთქვა სურვილი – უფრო დეტალურად შეისწავლოს კლუბების წინადადება.
„ინტერი“ და „მილანი“ გეგმავენ ახალი სტადიონის აშენებას, რომლის ტევადობა იქნება 60 ათასი მაყურებელი. არენის აგებისთვის გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რისი წყალობითაც ახლო მდებარე სახლებისთვის სტადიონიდან ხმაური 40 პროცენტით შემცირდება.