„სან სიროს“ დემონტაჟი ელოდება - ის არ მიიჩნიეს მილანის ისტორიულ-კულტურულ მონაპოვრად
„სან სიროს“ დემონტაჟი ელოდება - ის არ მიიჩნიეს მილანის ისტორიულ-კულტურულ მონაპოვრად

მილანში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიამ სტადიონ „სან სიროს“ თაობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ არენაზე „მილანი“ და „ინტერი“ თამაშობენ.

როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ წერს, კომისიის დასკვნაში წერია, რომ ლეგენდარული არენა „არ წარმოადგენს მილანის ისტორიულ-კულტურული ძეგლს“. კომისიამ ამგვარად ახსნა საკუთარი ვერდიქტი: მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის წინ ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, 1925 წელს აგებულ არენას ორიგინალური არქიტექტურის მცირე ნაწილი შეუნარჩუნდა.

ექსპერტები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ თუ არენა რეგულარულ რეკონსტრუქციას გადის, ის არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად ჩაითვალოს.

ასე რომ, „სან სიროს“ დემონტაჟი ელოდება, რადგან „მილანსა“ და „ინტერს“ ახალი ერთობლივი სტადიონის აშენება სურთ და ძველი არენა გამოუსადეგარი დარჩება.