იტალიის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

– პირველად 2004-05 წლების სეზონის შემდეგ – „იუვენტუსს პირველ ტაიმში არც ერთი დარტყმა არ შეუსრულებია .
– „ატალანტა“ თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ გადარჩა სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ. პირველად ეს 1992 წელს, „ფოჯას“ წინააღმდეგ მოხდა.
– „ნაპოლიმ“ „სან სიროზე“ ბოლო ოთხ მატჩში მესამედ ითამაშა 0:0.
– ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა, რითაც გაბრიელ ბატისტუტას 1994 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
კვალიარელას ​იტალიის ჩემპიონატში 143 გოლი დაუგროვდა და კრისტიან ვიერის გაუსწრო.
– „სასუოლოს“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში პენალტით – ხუთი.

შედეგები

მილანი-ნაპოლი 0:0

სამპდორია-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (33-პენ), 2:0 კვალიარელა (56-პენ), 3:0 ლინეტი (68), 4:0 გაბიადინი (78)

კიევო-ფიორენტინა 3:4
გოლები: 0:1 მურიელი (4), 0:2 ბენასი (27), 1:2 სტეპინსკი (38), 2:2 პელისიერი (60-პენ), 2:3 კიეზა (79), 2:4 კიეზა (86), 3:4 ჯორჯევიჩი (89)

სასუოლო-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ლოკატელი (9), 2:0 ბაბაქარი (45+4-პენ), 3:0 მატრი (87)

ატალანტა-რომა 3:3
გოლები: 0:1 ჯეკო (3), 0:2 ჯეკო (33), 0:3 ელ შაარავი (40), 1:3 კასტანიე (45), 2:3 ტოლოი (59), 3:3 დ. საპატა (71)

ბოლონია-ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 გილიონე (18), 0:2 ჩანო (21), 0:3 პინამონტი (52), 0:4 ჩანო (75)

პარმა-სპალ 2:3
გოლები: 1:0 ინგლეზე (11-პენ), 2:0 ინგლეზე (53), 2:1 ვალოტი (70), 2:2 პეტანია (75), 2:3 ფარესი (87)

ტორინო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 იცო (35)

ლაციო-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 ემრე ჯანი (59-საკ. კარში), 1:1 კანსელო (74), 1:2 რონალდო (88-პენ)

ემპოლი-ჯენოა ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. იუვენტუსი – 59 ქულა
2. ნაპოლი – 48
3. ინტერი – 40
4. მილანი – 35
5. სამპდორია – 33
6. რომა – 33

ბომბარდირები
16 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
15 – დუვან საპატა (ატალანტა)
15 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
13 – კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა)

დატოვე კომენტარი