მილანში „სან სიროს“ ნაცვლად ახალი სტადიონი აშენდება
მილანში „სან სიროს“ ნაცვლად ახალი სტადიონი აშენდება

მილანურმა კლუბებმა – „ინტერმა“ და „მილანმა“ დაადასტურეს ჭორები იმის შესახებ, რომ დაანგრევენ „სან სიროს“ სტადიონს და მის ადგილას გუნდებისთვის ახალ საშინაო არენას ააშენენებენ.

გასულ კვირას იტყობინებოდნენ, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ მოილაპარაკეს ახალი არენის მშენებლობის გეგმებზე. ეს პროექტი დაახლოებით 700 მილიონი ევროს ღირებულებისაა და  2022 წელს დასრულდება.

ახლა, ეს ინფორმაცია ორივე კლუბის წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ჩვენ გვექნება ახალი „სან სირო“ ძველის გვერდით, იმავე რაიონში. ძველ სტადიონს დაანგრევენ და მის ადგილას გაჩნდება ახალი“, – განაცხადა „ანსასთან“ (ANSA) ინტერვიუში „მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ.

გამორიცხული არ არის, რომ ორივე მილანური კლუბი გადააწყდება სირთულეებს გეგმების რეალიზაციაში: ცნობილია, რომ მილანის მერს ბეპე სალას ურჩევნია ამჟამინდელი „სან სიროს“ მოდერნიზაცია ახალი არენის აშენებას.