„მილანი“ ახალი არენის აშენებას „ინტერის“ გარეშე აპირებს #1TVSPORT

09:12, 03.03.2023
MILAN - SEPTEMBER 18:  Outside the San Siro Stadium before the UEFA Champions League match between AC Milan and RC Lens held at the Giuseppe Meazza, San Siro Stadium in Milan on September 18, 2002 (Photo by Gary M Prior/Getty Images) AC Milan won the match 2-1.

ახალი სტადიონის პროექტზე ოთხი წელი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „მილანმა“ და „ინტერმა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეს.

როგორც გამოცემა Corriere della Sera წერს, ორი დღის წინ გაიმართა კლუბებსა და მილანის მერს, ბეპე სალას შორის შეხვედრა, რომელზეც „მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ახალი სტადიონის მშენებლობით ლა მაურას იპოდრომის ადგილზე.

„ინტერმა“ ასევე დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან, განახორციელონ სტადიონის საკუთარი პროექტი მილანის გარეუბანში.

რაც შეეხება „სან სიროს“, ძველი სტადიონის დემონტაჟს არ გეგმავენ, მაგრამ არც „მილანი“ და არც „ინტერი“ მომავალში არ აპირებენ მასზე თამაშს. ეს არ მოსწონს ქალაქის მერს, რადგან ლეგენდარული არენა „აღარავის სჭირდება“.

მსგავსი