მიხეილ ბერიშვილმა „ალ რაიანთან“ 8 სამქულიანი ჩააგდო
მიხეილ ბერიშვილმა „ალ რაიანთან“ 8 სამქულიანი ჩააგდო

მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატის მორიგ ტურში 8 სამქულიანი ჩააგდო, რითაც „ალ შამალს“ მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

ბერიშვილის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალ რაიანს“ ხვდებოდა და მეტოქე 90:76 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 31 ქულა ჩააგდო. მიშამ ტრადიციულად შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 8 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ამას გარდა, აქტივში 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ეს, გამარჯვებულთა საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ალ შამალი“ 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს „ალ ვაკრასთან“ ჩაატარებს.