მიხაილ პოდოლიაკი – „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ გვაქვს, კისინჯერი გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ასე მარტივად დაუშვებდა ის პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის დავოსის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.
„ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, – აცხადებს პოდოლიაკი.
As easily as Mr. #Kissinger proposes to give 🇷🇺 part of 🇺🇦 to stop the war, he would allow to take Poland or Lithuania away. It’s good that Ukrainians in the trenches do not have time for listening to “Davos panickers”. They’re a little bit busy defending Freedom and Democracy. pic.twitter.com/2zraPDummx
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 24, 2022