კანარის კუნძულებზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადი დაფიქსირდა, მედიის ცნობით, ერთ დღეში 1500-მდე მიგრანტი ჩავიდა
ესპანეთში, კანარის კუნძულებზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის განცხადებით, 14 ნოემბერს, კანარის კუნძულებზე თითქმის 1500 მიგრანტი ჩავიდა, რაც 2020 წლის შემდეგ, ერთ დღეში მიგრანტების ჩასვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მათივე ინფორმაციით, მიგრანტებმა კანარის კუნძულებამდე თოთხმეტი ნავით მიაღწიეს.
სამაშველო სამსახურმა მიგრანტები კუნძულ ელ-იეროზე გადაიყვანა.
კანარის კუნძულებზე მიგრანტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ 10 ნოემბერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა იმიგრაციის სამინისტროთაშორისი კომისიის საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრის შემდეგ კანარის კუნძულებზე მიგრაციასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამასთან, მიგრაციის სამართავად ბიუჯეტიდან დამატებით 15.18 მილიონი ევრო გამოიყო.
ცნობისთვის, 2026 წლის ივლისის ბოლოს მაროკოდან სეუტაში 72 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. მიგრანტთა უმეტესობა მოგვიანებით ძალის გამოყენებით გააძევეს.