ჰენრი კისინჯერი - უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად
ჰენრი კისინჯერი - უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე განაცხადა.

კისინჯერის თქმით, უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ვიდრე არ შექმნილა რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა.

„იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს სტატუს კვოში დაბრუნება. ომის შემდგომი გაგრძელება ამ წერტილის მიღმა შეეხება არა უკრაინის თავისუფლებას, არამედ ახალ ომს თავად რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ“, – აღნიშნა კისინჯერმა.

ჰენრი კისინჯერის თქმით, რუსეთი იყო „ევროპის არსებითი ნაწილი“ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ევროპელმა ლიდერებმა „არ უნდა დაკარგონ მხედველობიდან გრძელვადიანი ურთიერთობა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ჩინეთთან მუდმივ ალიანსში მოქცევას რისკავენ.