მიკ შუმახერმა ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო და ფორმულა 3-ის ლიდერი გახდა
გერმანელი პილოტი მიკ შუმახერი ფორმულა 3-ში მოგებათა სერიას აგრძელებს. ავსტრიის შპილბერგში მან ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მიაღწია და საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა.
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა დისტანცია 34 წუთსა და 25,147 წამში გაიარა და თითქმის წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ რობერტ შვარცმანს, რომელიც „ფერარის“ სარბოლო აკადემიის პილოტია.
ამ მომენტისთვის, უმცროს შუმახერს 286 ქულა აქვს და 18 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს დანიელ ტიკტამს.
ავსტრიაში კიდევ ორი რბოლა გაიმართება, შემდეგ კი ბოლო, სამრბოლიანი ეტაპი, გერმანიის ჰოფენჰაიმში იქნება.