საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში #1TVSPORT
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში #1TVSPORT

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 19 მაისს შეჯიბრებების მეხუთე ეტაპი გაიმართება. რბოლებს სამხრეთ აფრიკის, Kyaimi Grand Prix Circuit-ს ვირტუალური ავტოდრომი უმასპინძლებს. საერთო ჯამში 25-მდე გამოცდილი სიმ რეისერი 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენს შეასრულებს.

სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს დაფარავენ. განვლილი 4 ეტაპის ქულათა ჯამით ჩემპიონატს ნიკა კობოსნიძე ლიდერობს, რომელსაც 1 ქულით სანდრო თავართქილაძე ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილს დავით არჯევანიძე იკავებს. რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი უკომენტირებენ.

ჩემპიონატი კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. შეგახსენებთ, რომ სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) – ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება. საქართველოში კომპანია „სიმულექს რეისინგი“ კი სსსფ-ს გუნდთან ერთად უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრესსამსახური