მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა, “ფერარის” ახალგაზრდული აკადემიის პილოტმა მიკ შუმახერმა ფორმულა 1-ში თავის გეგმების შესახებ ილაპარაკა ვებგვერდ Grandprix247-თან.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ ფორმულა 1-ში გადასვლაზე. ეს ჩემი ოცნებაა. ეს არის ადგილი, სადაც მინდა მოხვედრა, სადაც მინდა ჩემი ცხოვრების გავლა. და ვგრძნობ, რომ მზად ვარ ამ გზისთვის. ფორმულა 2-ში მოხვედრის შემდეგ, ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მზად არიან ფორმულა 1-სთვის. რა თქმა უნდა, ერთი სეზონი ფორმულა 2-ში, როცა სწავლობ საბურავებთან მუშაობას და ბევრ სხვა ნიუანსს, ძალიან გეხმარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ში ყველაფერს გაუმკლავდები.
შესაძლოა, აზრი აქვს იმას, რომ კიდევ ერთი წელი გავატარო ფორმულა 2-ში და იქ კარგი შედეგები ვაჩვენო. თუმცა, ეს არ არის გარანტია, რომ ფორმულა 1-ში თავისუფლად მიიღებ ადგილს. შეიძლება, მთელი კარიერა ამ ადგილის გარეშე დარჩე.
ასე რომ, თუ მე შანსი გამიჩნდება – მე მას გამოვიყენებ. ამ მომენტისთვის ვფიქრობ ფორმულა 2-ზე, რადგან იქ გამოვდივარ. მაგრამ ვოცნებობ ფორმულა 1-ზე”.