ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა – 20 წლის მიკ შუმახერმა განაცხადა, რომ მისი მიზანია – 2021 წელს ფორმულა 1-ის საპრიზო პილოტი გახდეს. 2010 წლის სეზონს უმცროსი შუმახერი ფორმულა 2-ში გაატარებს, სადაც ის გუნდ „პრემას“ ღირსებას დაიცავს.
„დარწმუნებული ვარ, ფორმულა 1 განსხვავდება იმისგან, როგორიც თავად მაქვს წარმოდგენილი. იქ მეტი რესურსია, მეტი მომზადებაა საჭირო, მეტი მუშაობა ტექნიკასთან, უფრო ხშირი ურთიერთობა მექანიკოსებთან. მაგრამ მე მინდა ეს.
სწორედ ამიტომაც, ყოველდღე მონდომებით ვვარჯიშობ, ვსწავლობ და მომწონს ეს ყველაფერი.
თუ მე შევძლებ 2021 წელს ფორმულა 1-ში მოხვედრას, მექნება უპირატესობა, რადგან ამოქმედდება ახალი ტექნიკური რეგლამენტი და გამოიყენებენ 18-დუიმიან საბურავებს. ჩემი მიზანია – ფორმულა 1, ამიტომაც, ვაპირებ 2020 წელს გავხდე ფორმულა 2-ის ჩემპიონი“, – განაცხადა მიკ შუმახერმა.