მიგრანტთა სამაშველო გემისთვის სიცილიის პორტში შესვლაზე უარის თქმის გამო, იტალიის ყოფილი შს მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარდგება
მიგრანტთა სამაშველო გემისთვის სიცილიის პორტში შესვლაზე უარის თქმის გამო, იტალიის ყოფილი შს მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარდგება

მიგრანტთა სამაშველო გემისთვის სიცილიის პორტში შესვლაზე უარის თქმის გამო, იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარდგება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მოსამართლე ლორენცო იანელიმ სასამართლოს ჩატარების თარიღად 15 სექტემბერი დანიშნა.

2019 წელს მატეო სალვინიმ სამაშველო გემ „ოფენ არმს“, რომელზეც 147 მიგრანტი იმყოფებოდა, სიცილიის პორტში შესვლის უფლება არ მისცა, რის გამოც ხომალდს ღია ზღვაში დაბრუნება მოუწია.

მოსამართლის გადაწყვეტილების პასუხად, მეტეო სალვინიმ თქვა, რომ ის მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა, როგოც ამაყი იტალიელი.

„ქვეყნის დაცვა ყველა იტალიელის წმინდა მოვალეობაა. წარვდგები სასამართლოს წინაშე, რადგან ჩემს სამშობლოს ვიცავდი? მე მივალ მაღლა აწეული თავით. ვიდრე დავასრულებ, იტალია უპირველეს ყოვლისა. ყოველთვის“, – განაცხადა სალვინიმ.

მატეო სალვინის ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და უკანონო დაკავება.