მიჩიგანის შტატში მოქალაქემ დაცვის თანამშრომელი მოკლა, რომელმაც მის მეუღლეს პირბადის გაკეთება მოსთხოვა
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში მოქალაქემ დაცვის თანამშრომელი მოკლა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ კლიენტს პირბადის გაკეთება სთხოვა.
მიჩიგანის შტატში, გუბერნატორ გრეტჩინ უითმერის ბრძანებით, ყველა სავაჭრო დაწესებულებაში პირბადის ტარება სავალდებულოა.
43 წლის კელვინ მანერლინსა და კლიენტს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მანერლინმა ქალბატონს პირბადის გაკეთება მოსთხოვა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქალმა მაღაზია სასწარაფოდ დატოვა, თუმცა 20 წუთის შემდეგ ორ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა მანერლინს ესროლა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც „სიენენი“ წერს, მკვლელი ქალის მეუღლეა.