მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხუთი კი - დაშავებული
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხუთი კი - დაშავებული

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე სროლის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხუთი კი – დაშავებული.

სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. შესაბამის ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება საღამოს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ხელისუფლება უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებს.