მიჩიგანის პოლიციაში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებებით გარდაიცვალა
მიჩიგანის პოლიციაში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებებით გარდაიცვალა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ მიჩიგანის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველები მუშაობენ თავდამსხმელის ვინაობისა და მისი მოქმედების მოტივის დასადგენად.

გამოძიება მიიჩნევს, რომ ის მარტო მოქმედებდა, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი – დაშავდა. მათგან ზოგის მდგომარეობა მძიმეა.