მიანმარში 8500-მდე პატიმარს შეიწყალებენ. ამნისტიას ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უინ მინთი აცხადებს.
შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა სააგენტო „როიტერსის“ ორი ჟურნალისტი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან.
მედიაწარმომადგენლების საქმეზე წინასწარი მოსმენა იანვრიდან იმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო აქტის შესახებ კანონდარღვევას გულისხმობს, მათ 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ჟურნალისტებისგან განსხავებით, ამნისტია შეეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გასამართლებულ 6 ათასამდე პატიმარს, ასევე მიანმარის შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელ 2 ათასამდე მსჯავრდებულს.
შეწყალებულთა სიაში მოხვდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული 36 პირიც. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დატოვებენ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.