პალესტინელი პატიმრები, რომლებიც ისრაელმა დღეს უნდა გაათავისუფლოს, საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანეს
პალესტინელი პატიმრები, რომლებიც ისრაელმა დღეს უნდა გაათავისუფლოს, საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანეს

პალესტინელი პატიმრები ისრაელმა საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დღეს ისრაელი და „ჰამასი“ ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპისთვის ემზადებიან.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო ზავი სულ ოთხი დღე უნდა გაგრძელდეს.

ამ პერიოდში, ჯამში, უნდა გათავისუფლდეს 50 მძევალი, ხოლო ისრაელის ციხეებს 150 პალესტინელი დატოვებს.