მაიამიში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
მაიამიში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა 14 დაღუპულის პოვნა შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებში კიდევ 61 ადამიანს ეძებენ.

მაიამი-დეიდის რაიონში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 24 ივნისს ჩამოინგრა, ხოლო ქარიშხალ „ელზას“ გამო, რომელიც ფლორიდის ნაპირებს უახლოვდებოდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორპუსის სრულად დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. სამძებრო-სამაშველო საქმიანობა ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ ისევ დაუდგენელია.