MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღე იყო. ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ „შარლოტს“ მასპინძლობდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 57-ე წუთზე. თავი გამოიჩინა კაროლ სვიდერსკიმ. 11 წუთის შემდეგ “ინტერ მაიამიმ” მესის გოლით გაათანაბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
არგენტინელისთვის ეს მე-14 გოლი იყო MLS-ის სეზონში.
„ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, თუმცა ლიდერობს როგორც აღმოსავლეთ კონფერენციას, ისე მთლიანად რეგულარულ ჩემპიონატს.