მესის გოლმა „ინტერ მაიამი“ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

07:56, 29.09.2024

MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღე იყო. ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ „შარლოტს“ მასპინძლობდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 57-ე წუთზე. თავი გამოიჩინა კაროლ სვიდერსკიმ. 11 წუთის შემდეგ “ინტერ მაიამიმ” მესის გოლით გაათანაბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

არგენტინელისთვის ეს მე-14 გოლი იყო MLS-ის სეზონში.

„ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, თუმცა ლიდერობს როგორც აღმოსავლეთ კონფერენციას, ისე მთლიანად რეგულარულ ჩემპიონატს.

მსგავსი