ფრანგულმა ტელეარხმა RMC-მ ჩაატარა მეგა-გამოკითხვა იმის გასარკვევად, ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორი.
გამოკითხვა შედგებოდა სატურნირო ბადისგან, სადაც წინასწარ შერჩეული ფეხბურთელები წყვილებად იყვნენ დაყოფილნი, მათ შორის გამარჯვებული კი ვლინდებოდა ხმის მიცემით.
ფინალამდე მიაღწიეს „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ და კატალონური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ. არგენტინელმა გადამწყვეტ დუელში ხმების 51 პროცენტი მიიღო, ბრაზილიელმა – 49.
ამ ტურნირისას მესიმ ფინალამდე მოუგო დენის ბერგკამპს, კაკას, ზინედინ ზიდანსა და რონალდოს. რონალდინიომ ერთი მეორეს მიყოლებით დაამარცხა – არიენ რობენი, იოჰან კრუიფი (ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მანამდე მოუგო კრიშტიანო რონალდოს) და ნეიმარი.