მესამე წაგება გაზაფხულის სუპერტურნირზე - ტოჩინოშინი ჩიიოშომასთან დამარცხდა #1TVSPORT
იაპონიაში, ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის წარუმატებელი სერია გრძელდება. სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე სამი მარცხია.
ქართველი სუმოისტის დღევანდელი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიოშომა იყო, რომელმაც ლევან გორგაძე იორიკირით დაამარცხა. მათ ურთიერთშეხვედრებშიც მონღოლი სპორტსმენი ლიდერობს – 6:4.
ტოჩინოშინი ხვალ კარიერაში პირველად დაეჭიდება დასავლეთის პირველ ნომერ ტოჰაკურიუს. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის მომავალ მეტოქესაც უარყოფითი ბალანსი აქვს – 1:2.