მესამე წაგება გაზაფხულის სუპერტურნირზე - ტოჩინოშინი ჩიიოშომასთან დამარცხდა #1TVSPORT
მესამე წაგება გაზაფხულის სუპერტურნირზე - ტოჩინოშინი ჩიიოშომასთან დამარცხდა #1TVSPORT

იაპონიაში, ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის  წარუმატებელი სერია გრძელდება. სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე სამი მარცხია.

ქართველი სუმოისტის დღევანდელი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიოშომა იყო, რომელმაც ლევან გორგაძე იორიკირით დაამარცხა. მათ ურთიერთშეხვედრებშიც მონღოლი სპორტსმენი ლიდერობს – 6:4.

ტოჩინოშინი ხვალ კარიერაში პირველად დაეჭიდება დასავლეთის პირველ ნომერ ტოჰაკურიუს. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის მომავალ მეტოქესაც უარყოფითი ბალანსი აქვს – 1:2.