მექსიკურმა „პუმასმა“ დანი ალვეში გაიფორმა #1TVSPORT
მექსიკურმა „პუმასმა“ დანი ალვეში გაიფორმა #1TVSPORT

მექსიკის კლუბმა „პუმასმა“ საკუთარ „ტვიტერში“ ოფიციალურად დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება „ბარსელონას“ ყოფილ მცველთან დანი ალვეშთან. ხელშეკრულების პირობების შესახებ არ იტყობინებიან.

39 წლის ბრაზილიელმა, რომელსაც კარიერაში 43 ტიტული აქვს მოგებული, „ბარსელონა“ ზაფხულში დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ივლისის დასაწყისში დაიწერა, რომ ალვეშით ორი ბრაზილური კლუბი – „ატლეტიკო პარანაენსე“ და „ფლუმინენსე“ იყვნენ დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში დანი ალვეშმა ესპანეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.