მექსიკურმა კლუბმა ვარჯიშზე მამაკაცთა და ქალთა შემადგენლობები გააერთიანა და ფანები აღფრთოვანებაში მოიყვანა #1TVSPORT
„ტიგრესი“ მექსიკური საფეხბურთო კლუბია ქალაქ მონტერეიდან. იქ უყვართ როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთი და ორივე გუნდი ავსებს ტრიბუნებს მექსიკის МХ ლიგის მატჩებში.
1 ივლისს „ტიგრესმა“ მამაკაცთა და ქალთა შემადგენლობების ერთობლივი ღია ვარჯიში გამართა. „უნივერსიტარიოს“ სტადიონზე 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი მივიდა. კლუბმა ზეიმი მოაწყო ფანებისთვის, რათა აღენიშნა ახალი სეზონის სტარტი, რომელიც მამაკაცებისთვის 2 ივლისს დაიწყება, ქალებისთვის – ერთი კვირის შემდეგ.
ვარჯიშის შემდეგ გაიმართა ორმხრივი მატჩი შერეული შემადგენლობებით.