„ტორპედომ“ ბრაზილიელი დაიმატა - რიჩარდ ლუკასთვის საქართველო ახალი გამოწვევაა
„ტორპედომ“ ბრაზილიელი დაიმატა - რიჩარდ ლუკასთვის საქართველო ახალი გამოწვევაა

„ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ორჯერადი ვარჯიშებით ემზადება. ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ლუკა მიქაია

მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, ამბროსი ჩაჩუა, რიჩარდ ლუკა, ნოდარ ქავთარაძე

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, გლეოფილო ჰასელბაინკი.

გუნდში სინჯებზე იმყოფება რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ვახტანგ ნებიერიძე, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია.

გუნდში ბრაზილიელი რიჩარდ ლუკა ჩაირიცხა. „ტორპედოსა“ და მექსიკურ „ტიგრესს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ჩვენს კლუბში ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა. 2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური „გოიასის“ ღირსებას იცავდა, საიდანაც „სანტოსის“ 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. „სანტოსის“ მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ „ტიგრესში“ გადაბარგდა.

„ტორპედოს“ ახალწვეული საქართველოში უკვე გამთენიისას იქნება და სავარჯიშო პროცესს შეუერთდება.

რიჩარდ ლუკამ „ტორპედოში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„აქ ახალი გამოწვევებისთვის მოვედი. მინდა, უკეთესი გავხდე, ვიყო ჩემპიონი. ქალაქის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია და ქუთაისზე ბევრი რამ ვიცი. მომწონს ქალაქი, კულტურა… ყველაფერი! შეგიძლიათ მენდოთ, რომ „ტორპედოს“ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ!“ – ამბობს რიჩარდ ლუკა.