მექსიკის ყურეში, ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
მექსიკის ყურეში, ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ყურეში მდებარე ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხანძარი კომპანია „პემექსის“ პლატფორმაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მექსიკის ნავთობწარმოება დაახლოებით მეოთხედით შემცირდა.

ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბრიგადები პლატფორმაზე ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს ატარებდნენ. დაკარგული მუშების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად პლატფორმაზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

კომპანია „პემექსში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოიძიებენ.