მექსიკის პუებლას შტატის გუბერნატორი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
მექსიკის პუებლას შტატის გუბერნატორი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მექსიკაში, პუებლას შტატის გუბერნატორი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მართა ერიკა ალონსო პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.

გუბერნატორთან ერთად, ვერტმფრენში, რომელიც პუებლას შტატში ჩამოვარდა, პოლიტიკოსის მეუღლე, მექსიკელი სენატორი რაფაელ მორენო და პილოტი იმყოფებოდნენ. სამივე მგზავრი გარდაიცვალა.

მართა ალონსო პუებლას შტატის პირველი გუბერნატორი ქალი იყო. მან სულ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა დაძაბულ არჩევნებში.

მომხდარის გამო, გუბერნატორის ოჯახის წევრებს მექსიკის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა.