მექსიკის ერთ-ერთი შტატის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
მექსიკის ერთ-ერთი შტატის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

მექსიკის ერთ-ერთი შტატის, ჩიუაუის ჯანდაცვის მინისტრი ხესუს დრახედა „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. დრახედა საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 385,000 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 43,500 ლეტალური აღმოჩნდა.

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების მიხედვით მექსიკა მეოთხე ადგილზეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია ლათინურ ამერიკაშია.