მექსიკაში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მოკლეს
მექსიკაში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მოკლეს

მექსიკაში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მოკლეს. მათ შორის ორი ქალია. გარდაცვლილები ოახაკას შტატში მცხოვრებ მექსიკის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მსხვერპლთა ნაწილი ნაწამებია. ერთ-ერთი მამაკაცი აგურებით ჩაქოლეს, ხოლო ნაწილი ცოცხლად დაწვეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა სულ მცირე ექვსმა ადამიანმა მოაწყო და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იყო ორგანიზებული. თავდამსხმელების მოტივი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველების თქმით, ორი მოკლული ქალიდან ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი იყო, ხოლო თავდამსხმელებს შორის იყო მასზე ძალადობაში ეჭვმიტანილი პირი. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.