მექსიკაში პიროტექნიკის წარმოდგენის დროს 14-მა ადამიანმა დამწვრობა და დაზიანებები მიიღო
მექსიკაში პიროტექნიკის წარმოდგენის დროს 14-მა ადამიანმა დამწვრობა და დაზიანებები მიიღო

მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვერაკრუსის შტატში პიროტექნიკის წარმოდგენის დროს 14-მა ადამიანმა დამწვრობა და დაზიანებები მიიღო. ინციდენტი ქალაქ ხალაპაში ქვეყნის დამოუკიდებლობის 209 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პიროტექნიკის ნაწილი დაბალ სიმაღლზე, ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილი მაყურებლების თავზე აფეთქდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ხელისუფლების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი