მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

09:01, 21.01.2019

მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 58 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მექსიკის იდალგოს შტატში მასშტაბური აფეთქება 18 იანვრის საღამოს მოხდა. მექსიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია Pemex-ში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აფეთქების მიზეზი მილსადენიდან ნავთობის უკანონო მოპოვება გახდა.

აფეთქების დროს ასობით მოქალაქე ნავთობსადენთან საწვავის წასაღებად თუნუქის ავზებით იყო მისული. ნავთობის უკანონო მოპოვების გამო, მექსიკის ბიუჯეტი ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს.

მსგავსი