მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ჰოსპიტალებში კი, 79 ადამიანია გადაყვანილი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე. მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი.

მედიის ცნობით, მეტროს ხაზს შემოწმება ერთი წლის წინ ჩაუტარდა.

შემთხვევა მექსიკაში 4 მაისს, საღამოს საათებში მოხდა. მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვემოთ მოძრავი მანქანები ქვეშ მოიყოლა.