მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა
მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 523 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 30 366 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მექსიკამ საფრანგეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა აშშ-ის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი მექსიკაში 6 914 ადამინს დაუდასტურდა. სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 252 165 შემთხვევა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, უგო ლოპეს გატელის თქმით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია.