მექსიკაში კორონავირუსის 6 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 699 პაციენტი
მექსიკაში კორონავირუსის 6 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 699 პაციენტი

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 192 000-ს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 699 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მექსიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 144 558-ს შეადგენს, მათ შორის, 192 488 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, მექსიკაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება, რისი მიზეზიც ფართომასშტაბიანი ტესტირების არარსებობაა.