მექსიკაში კორონავირუსის 4 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა
მექსიკაში კორონავირუსის 4 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 624 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რეგისტრირებულია კორონავირუსის 688 954 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით მექსიკა მსოფლიოში მეშვიდე, ხოლო ლათინურ ამერიკაში მეოთხე ადგილს იკავებს.

მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა, უგო ლოპს-გატელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია რეგისტრირებულ მონაცემებზე.

ოფიციალური მონაცემებით, მექსიკაში გარდაცვლილია 72 803 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.