მექსიკაში კორონავირუსის 4 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 300 ადამიანი
მექსიკაში კორონავირუსის 4 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 300 ადამიანი

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 300 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 680 931 შემთხვევა, მათ შორის 71 978 პაციენტი გარდაიცვალა. მექსიკის მთავრობის განცხადებით, სავარაუდოდ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.

მექსიკა „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.