მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ​741 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ​741 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 741 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსს სულ 28 510 ინფიცირებული ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მექსიკამ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობით ესპანეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეექვსე ადგილი დაიკავა აშშ-ის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 5 681 ადამიანს. ქვეყანაში რეგისტრირებულია ახალი კორონავირუსის სულ 231 770 შემთხვევა.