მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 891 შემთხვევა დაფიქსირდა
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 891 შემთხვევა დაფიქსირდა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 891 პაციენტს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის მექსიკაში რეგისტრირებულია ახალი ტიპის კორონავირუსის 97 326 შემთხვევა. გარდაცვლილია 10 637 ადამიანი, აქედან 470 ინფიცირებული ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა.