მექსიკაში, ბარში განზრახ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, ბარში განზრახ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, ერთ-ერთ ბარში კრიმინალური დაჯგუფების წევრების მიერ განგებ გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. შემთხვევა ვერაკრუსის შტატში, საპორტო ქალაქ კოაცაკოალკოსში მოხდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

როგორც გადარჩენილები ამბობენ, კრიმინალური დაჯგუფების წვრებმა ბარის გასასვლელ ჩაკეტეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და შენობაში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს.

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრე მანუელ ლოპეს ობრადორმა მომხდარ თავდასხმას სამარცხვინო უწოდა და გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა. ვერაკრუსის გუბერნატორის განცხადა, რომ თავდამსხმელები დაუსჯელი არ დარჩებიან.

დატოვე კომენტარი