მეორე გამარჯვება წლის პირველ სუპერტურნირზე - ტოჩინოშინმა ოკინოუმი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქი წლის პირველ სუპერტურნირს მასპინძლობს. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმის დაეჭიდა.
35 წლის ქართველმა სუმოისტმა 37 წლის იაპონელი მეტოქე ადვილად, იორიკირის ილეთით დაამარცხა და დოჰიოდან გადაიყვანა.
ლევან გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა იაპონელი სუმოისტი (23 წლის), აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს აქამდე ხუთი ორთაბრძოლა აქვს გამართული და ხუთივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა.