ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ფილიპინელმა მენი პაკიაომ (62-7-2, 39KO), პროგნოზი გააკეთა 22 მარტს გასამართ ბრძოლაზე, რომელშიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი (42-0-1, 41KO) ტიტულს დაიცავს ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან (29-0-1, 20KO) ორთაბრძოლაში.
ფილიპინელი მოკრივე დარწმუნებულია უაილდერის მოგებაში და ისიც იწინასწარმეტყველა, რომელ რაუნდში დასრულდება ბრძოლა.
„არასოდეს დადოთ ფსონი პანჩერის წინააღმდეგ, მით უმეტეს, თუ ეს დეონტეი უაილდერია. ის მაიკ ტაისონს მაგონებს, რომელიც ბრწყინვალე ნოკაუტერი იყო. მიმაჩნია, რომ უაილდერი მოიგებს ფიურისთან ბრძოლას – ეს იქნება ნოკაუტი მე-10 რაუნდში“, – მოჰყავს პაკიაოს სიტყვები Boxing Scene-ს.
უაილდერისა და ფიურის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა იმის მიუხედავად, რომ ამერიკელმა ორჯერ გაუშვა ნოკდაუნში ბრიტანელი.
22 მარტის ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.