ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის მენი პაკიოას (62-7-2, 39KO) მწვრთნელმა ფრედი როუჩმა განაცხადა, რომ ფილიპინელმა, შესაძლოა, წონითი კატეგორია შეიცვალოს.
მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ 41 წლის ფილიპინელი ავა საშუალო წონაში, რათა IBF-ის ტიტულის მფლობელთან გენადი გოლოკინთან იჩხუბოს.
„პაკიაოს ერთი თავისებურება აქვს: მას არ სურს ნებისმიერის დამარცხება. მენის უნდა მხოლოდ საუკეთესოებთან ბრძოლა.
შესაძლოა, ის მოინდომებს უფრო ზემოთ ასვლას და გენადი გოლოვკინთან ჩხუბს. პაკიაოს ჯერ ისევ აქვს სურვილი – საუკეთესო იყოს”, – თქვა ფრედი როუჩმა, თუმცა დაამატა, რომ თავად არ ურჩევს ფილიპინელს ამ ნაბიჯის გადადგმას.