მეისონ გრინვუდი იჯარით „ხეტაფეში“ გადავიდა #1TVSPORT
მეისონ გრინვუდი იჯარით „ხეტაფეში“ გადავიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მეისონ გრინვუდი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელი „ხეტაფეში“ იჯარის წესით გადავიდა. ინგლისელი ახალ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„იუნაიტედმა“ ადრე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ კლუბმა ვერ იპოვნა გაუპატიურებაში ფეხბურთელის ბრალეულობა, მაგრამ მაინც წყვეტს მასთან თანამშრომლობას და იმუშავებს გრინვუდის წასვლაზე.

ბოლოს ფორვარდი მოედანზე 2022 წლის იანვარში იყო.