მეისონ გრინვუდი დაპატიმრებულია - მან გირაოთი გათავისუფლების პირობა დაარღვია #1TVSPORT
მეისონ გრინვუდი დაპატიმრებულია - მან გირაოთი გათავისუფლების პირობა დაარღვია #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მეისონ გრინვუდი დაპატიმრებულია.

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, 21 წლის ინგლისელმა, რომელიც გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, გირაოთი გათავისუფლების პირობა დაარღვია, კერძოდ, კონტაქტი ჰქონდა თავის სავარაუდო მსხვერპლთან.

„მანჩესტერის პოლიციისთვის ცნობილია 21 წლის მამაკაცის ბრალდების შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობა. ის შაბათს დააპატიმრეს. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადეს პოლიციაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში მეისონი საკუთარ სახლში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო გრინვუდის ყოფილი შეყვარებული. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ფეხბურთელის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ფორვარდი ეჭვმიტანილია გაუპატიურებაში, თავდასხმაში, სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობის მუქარაში.

თებერვლის დასაწყისში გრინვუდი თავდებით გაანთავისუფლეს.