„ლესტერის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი „ტოტენჰემის“ ღირსებას დაიცავს. 26 წლის ინგლისელ ფეხბურთელთან „ტოტენჰემმა“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
გასულ სეზონში მედისონმა „ლესტერის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ლესტერმა“ კი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგიდან გავარდა.
რაც შეეხება მედისონის ახალ გუნდს – „ტოტენჰემმა“ ინგლისის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით უცნობია, Transfermarkt-ი კი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.