მედიის ცნობით, ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს მიულერის გამოძიების დეტალების დადგენაში დახმარება სთხოვა
მედიის ცნობით, ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს მიულერის გამოძიების დეტალების დადგენაში დახმარება სთხოვა

დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს მიულერის გამოძიების დეტალების დადგენაში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი და ავსტრალიური მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ტრამპმა სკოტ მორისონს მისი რუსეთთან შესაძლო კავშირებისა და მოსკოვის მხრიდან 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციაში დახმარება სთხოვა.

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ტრამპისა და მორისონის საუბარი ნამდვილად შედგა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს „გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა“.

მანამდე გავრცელდება ცნობა, რომ თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტისა და რამდენიმე ლიდერის სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან წვდომა შეზღუდა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ტრამპისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის საუბარიც.

აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებამ ტრამპის რუსეთთან კავშირი არ დაადასტურა.